გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გვიან ღამით ინტოქსიკაციით 25 პაციენტი მოათავსეს, მათ შორის რამდენიმე ბავშვია.
მოწამვლის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია, თუმცა პაციენტები ვარაუდობენ, რომ ინტოქსიკაცია ყველმა გამოიწვია, რომელიც ველისციხის ბაზარში შეიძინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 25 დაზარალებულიდან საავადმყოფოში მკურნალობის კურსს ამ დროისთვის ხუთი პაციენტი განაგრძობს.
ექიმების თქმით, ამ ეტაპზე დაზარალებულების მდგომარეობა სტაბილურია.
ინტოქსიკაციის ზუსტი მიზეზი ბაქტეოროლოგიური კვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.