რუსეთის ფედერაციამ ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ბიძინა ბაკურიძე ქართულ მხარეს გადასცა. 46 წლის ბიძინა ბაკურიძის გადასაცემად, რომელსაც კრიმინალურ წრეებში "რომჩიკ ბატუმსკის" ზედმეტსახელად იცნობენ რუსეთისა და საქართველოს სამართალდამცავებს შვიდ თვეზე მეტი დასჭირდათ ვიდრე ყველა ფორმალობას მოაგვარებდნენ. მოსკოვიდან მისი ეტაპირება რამდენიმე დღის წინ მოხდა. ბაკურიძეზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული.
თავდაპირველად ბიძინა ბაკურიძეზე ძებნა 2006 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შს სამინისტროს ხაზით გამოცხადდა. გარდა სხვა დანარჩენისა, გავრცელებული ინფორმაციით, ბაკურიძეზე ძებნის გამოცხადების ერთ-ერთი საფუძველი მისი დედის მიერ მიცემულ ჩვენება გახდა, რომელშიც ქალი ადასრურებს, რომ მისი ვაჟი მოქმედი ე.წ. კანონიერი ქურდია.
"რომჩიკ ბატუმსკი" ეტაპირებისათვის 2012 წლის 2 თებერვალს დაიჭირეს.