დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მერაბ ოქრიაშვილი დააკავეს. შსს ინფორმაციით, ოქრიაშვილმა განზრახ მოახდინა რამდენიმე შეჯახება მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანა „ტოიოტა პიკაპით" გიორგი დავითაშვილის კუთვნილ „ბმვ"-ს მარკის ავტომანქანაზე. შემთხვევა ქალაქ დმანისში 9 აპრილის ქუჩა N63-თან მოხდა. ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. მიმდინარეობს გამოძიება.