ჩრდილოკავკასიელ მებრძოლთა მეთაურის დოკუ უმაროვის ძმა ახმედ უმაროვი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნას უარყოფს და ამ ფაქტთან მიერ სააგენტო "ეხო კავკაზას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გაკვირვებას გამოხატავს. ინფორმაციას ამის შესახებ ჩრდილოკავკასელ მებრძოლებთან კავშირში მყოფი ერთ-ერთი ჩრდილოკავკასიური ინტერნეტ გვერდი ავრცელებს.
"უმაროვმა უკიდურესი გაკვირვება გამოხატა იმ ინფორმაციით, რომელიც ჟურნალისტმა ტორიევმა გაავრცელა", _ წერს ინტერნეტგვერდი.
"მე ბოლო ორი სამი დღის განმავლობაში მიკავშირდებოდნენ ნაცნობები და მთხოვდნენ, რომ მე რადიო "თავისუფლებასთან" კონტაქტზე გავსულიყავი. მეუბნებოდნენ, რომ ჩემთან საუბარი ჟურნალისტებს ტორიევსა და ბაბიცკის სურთ. მე მათთან კონტაქტზე სკაიპის მეშვეობით გავედი. მე მესაუბრებოდა ტორიევი, რომელმაც განაცხადა, რომ ბაბიცკისთან ერთად თბილისში ჩასვლა სურდა და შემდგე მკითხა - ვიმყოფები თუ არა მე იქ. მე ვუპასუხე, რომ ჩემს ადგილზე ვიმყოფები , ყოველგვარი დაკონკრეტების გარეშე, მით უფრო, რომ მსოფლიოს ყველა დაზვერვამ, მეგობრებმაც და მტრებმაც მშვენივრად იციან ჩემი მისამართი და ჩემი საცხოვრებელი ადგილი და ეს საქართველო აშკარად არ არის.
ეს იყო კერძო საუბარი, მე არ ვაპირებდი არავითარი ინტერვიუების ან კომენტარების მიცემას გავრცელევისათვის. ისინი ჩატაევს გარკვეულ დახმარებას პირდებოდნენ და თითქოს მათ ამისათვის მხოლოდ ჩატაევამდე მისვლა სჭირდებათ.
მე მათ ვურჩიე, არსაც წასულიყვნენ და ზედმეტი ხმაური არ გამოეწვიათ, ხოლო რაც შეეხება ჩატაევს მათ ასევე განვუმარტე, რომ იგი დახმარებას არ საჭიროებს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ მას საჭირო სამედიცინო დახმარება უკვე აღმოუჩინა. ამას გარდა, საქართველოს ხელისუფლებამ იცის მისი როლი ამ საქმეში და იცის ისიც თუ როგორ მოხვდა ის შემთხვევის ადგილზე.
ამიტომაც ტორიევიც და ბაბიცკიც აბსოლუტურად არაკეთილსინდისიერად მოიქცნენ ამ კერძო საუბრის ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გამოქვეყნების გამო. მინდა განსაკუთრებით გავამახვილო ყურადღება ამ ფაქტზე. არ ვიცი თუ რა მიზნით გააკეთეს მათ ეს", _ აცხადებს ახმედ უმაროვი.