"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა გაბუნია ლესელიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ "ატსტუპნიკებს" შეხვდა.
გაბუნიას განმარტებით, წლებია ე.წ. ატსტუპნიკებს საკუთარ სავხოვრებლთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ.
ზაზა გაბუნია: "ამ საკითხის მოგვარება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ასობით კრწანისული ოჯახისთვის. საჭიროა თბილისის ბიუჯეტში მოინახოს თანხები იმისთვის, რომ მერიის თანამონაწილეობით დაკმაყოფილდეს როგორც მესაკუთრის ისე მოსარგებლის ინტერესები".