„ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის შუახევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შუახევში, ბარათაულის თემში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.
შოთა ჯიბლაძე და ნუგზარ ფუტკარაძე სოფლების წყაროტასა და ახალდაბის მცხოვრებთა პრობლემებს ადგილზე გაეცნენ და მათ ქდმ-ს წინასაარჩევნო პროგრამასა და პარტიის პრიორიტეტებზე ესაუბრნენ. ნ
უგზარ ფუტკარაძის განცხადებით შუახეველთა პრობლემები აქაც, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში ჯანდაცვისა და განათლების სისტემების ხელმიუწვდომლობა, დასაქმებასთან დაკავშირებული პრობლემა და სოფლებში გზებისა და ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა გახლავთ.
„აქ შეკრებილ მოსახლეობას ჩვენ გავაცანით ჩვენი ხედვა და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" საარჩევნო პროგრამა. თუ როგორი უნდა იყოს მოსახლეობის ხარისხიანი, ეფექტური და დროული მომსახურება ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში. ვისაუბრეთ იმაზე თუ რას გეგმავს ჩვენი მოძრაობა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებით. მოსახლეობა გვიყურებს იმედის თვალით და ჩვენც შევეცდებით ეს მოლოდინი არ გავუცრუოთ მათ" - განაცხადა უმაღლესი საბჭოს მაჯორიტარობის კანდიდატმა ნუგზარ ფუტკარაძემ.