რუსეთის ხელიუფლება მიმართავს ზომებს იმისათვის, რომ დაადგინოს თუ რა ქონებას ფლობენ საზღვარგარეთ ლონდონში მყოფი ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი და 2008 წლის თებერვალში გარდაცვლილი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი. ყოველივე ეს რუსეთს ამ ქონების დაყადაღებისათვის სჭირდება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ზემოთხსენებული ქონების დადგენის შემდეგ წინასწარი გამოძიების ორგანოების მიერ რუსეთი გააგზავნის მოთხოვნას სამართლებრივი დახმარებისა და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ქონების დაპატიმრების შესახებ.