„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" საბურთალოს მაჟრიტარობის კანდიდატი ნოდარ სარჯველაძე დიდ დიღომში პეტრიწის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.
ნოდარ სარჯველაძე ადგილზე გაეცნო მოსახლეობის პრობლემებს და მათ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის " წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.
ნოდარ სარჯველაძის განცხადებით, მოსახლეობას უტრანსპორტობისა და მაღალი კომუნალური გადასახადების პრობლემა აწუხებთ.
„დღეს ჩვენ დიდ დიღომში გავეცანით მოსახლეობის პრობლემებს. ადგილობრივებს უტრანსპორტობის და მაღალი კომუნალური გადასახადების პრობლემა აწუხებთ. მოვუწოდებ ხელისუფლებას ყურადღება მიაქციოს აქ მცხოვრებ მოსახლეობას. ხოლო „ქრისტიან-დემოკრატების"გამარჯვების შემთხვევაში, ვპირდები ამომრჩეველს, რომ აღნიშნული პრობლემები მოგვარდება და ქვეყანაში სამართლიანი ტარიფები დაწესდება."- განაცხადა ნოდარ სარჯველაძემ