ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" ლიდერები საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს წინასაარჩევნო მონიტორინგის დელეგაციას შეხვდნენ.
,,ქართული ოცნების" ,,ფეისბუკი" გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას კოალიციის მხრიდან ბიძინა ივანიშვილი, დავით უსუფაშვილი , კახა კალაძე და თეა წულუკიანი ესწრებოდნენ.
"ქართული ოცნების" ლიდერებმა მონიტორინგის მისიას საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო გააცნეს და დარღვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
"დელეგაციის წევრები საკმაოდ კარგად იცნობენ წინასაარჩევნოდ არსებულ იმ პრობლემებს, რომელსაც ჩვენი კოალიცია აწყდება. მათ ასევე ჰქონდათ შეკითხვები, რაზეც ამომწურავი პასუხები მივაწოდეთ. იმედი გვაქვს, არჩევნებზე მათი დამკვირვებლების დასწრება საშუალებას მოგვცემს, ჩვენს ისტორიაში პირველად მოვახერხოთ და დემოკრატიულის მსგავსი, ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც მისაღები არჩევნები ჩავატაროთ" - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა.