,, ნუ მიაქცევთ ყურადღებას რიტორიკას, რომ ზოგიერთი მასწავლებლებს დაჭერით ემუქრება", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გლდანის მასწავლებლების სახლში პედაგოგებთან შეხვედრისას Dდა აღნიშნა, რომ პედაგოგები სასერთიფიკაციო გამოცდებს საგამოცდო ცენტრების ნაცვლად უკვე სკოლებში ჩააბარებენ.
,,ნუ მიაქცევთ ყურადღებას რიტორიკას, რომ ზოგიერთი მასწავლებლებს დაჭერით ემუქრება, ზოგიერთი კიდევ რაღაცით ეს არასერიოზული ლაპარაკია. გუშინ ხარაგაულში ვთქვი, რომ ბანდიტების ციხიდან გამოშვება და მასწავლებლების დაჭერა უნდათ- მეთქი. ათი ათასი კაცი იდგა და ყველაზე მეტად ტაში ამაზე დამიკრეს. ჩვენ ხალხს უყვარს მასწავლებლები და ჩვენი ხალხი აფასებს იმასაც, რომ თქვენ თქვენი ცოდნის დონეზე მუშაობთ. მუშაობთ თქვენი უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის გაუმჯობესებაზე და ეს არის მუდმივი პროცესი', _ განაცხადა სააკაშვილმა.