საქართველოს პრეზიდენტი გლდანის მასწავლებლების სახლში იმ მასწავლებლებს შეხვდა, რომლებმაც მთლი საქართველოს მასშტაბით წარმატებით ჩააბარეს სასერთიფიკატო გამოცდები. მიხეილ სააკაშვილმა მათ განათლების სისტემის ის სიახლეები გააცნო, რომელებიც ახალი სასწავლო წლიდან ქვეყანაში დაინერგება. მიხეილ სააკაშვილი მასწავლებლის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საცურაო აუზისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროცესითაც დაინტერესდა და იქ მიმდინარე შიდა სამუშაოები დაათვალიერა.
მასალის გამოყენების პირობები