"საზოგადოებამ და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები", - განაცხადა ჟურნალისტებთან ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას პაეტმა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში ჩატარდება.
,, პირველი ოქტომბერი ძალიან მალე დადგება და ეს იქნება მნიშვნელოვანი დღე დემოკრატიის გამარჯვებისა. Yყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნები ღია და ტრანსფარანტული უნდა იყოს"_ განაცხადა პაეტმა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ყველა მოქალაქემ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
,, ყველა მოქალაქემ აუცილებელია პირველ ოქტომბერს ხმის მიცემის პროცესში მიიღოს მონაწილეობა და საკუთარი არჩევანი თავისი მოსაზრების მიხედვით გააკეთოს. შესაბამისად ეს არჩევანი იქიდან გამომდინარე უნდა გაკეთდეს, თუ რა არის კარგი საქართველოს მომავლისთვის", _ განაცხადა ურმას პაეტმა.