დღეს, 12 სექტემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი თარგამაძე წარადგენს პარტიის ეკონომიკურ პროგრამას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში.
ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან საერთაშორისო და ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე დიპლომატიური კორპუსი. ღონისძიებას საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი, ხოლო პრეზენტაციას, სახელწოდებით - "ეკონომიკური ზრდა ევროკავშირის ხედვით" - წარადგენს საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი.
საერთაშორისო სავაჭრო პალატა, ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "საქართველოს ეკონომიკურ პროგრესთან დაკავშირებული ხედვები". პროექტში მონაწილეობს სამი ძირითადი პარტია: "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა".