დღეს, 12 სექტემბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განმარტებით, ეს საქართველოში მისი პირველი ვიზიტი არ არის.
"გარდა ქვეყნებს შორის არსებული ძალიან მჭიდრო ურთიერთობისა იგი, პირადად, საქართველოს ძალიან კარგი მეგობარია. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან და საქართველოს ხელისუფლების სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. ამასთან, საქართველოსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ხელს მოაწერენ "საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმს", - განაცხადა კალანდაძემ.