საქართველოს პრეზიდენტი ვანში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სიტყვით მიმართა. შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება მომავალ არჩევნებზე გაამახვილა. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა აღნიშნა, 1 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები მშვიდ გარემოში ჩაივლის და ქვეყანა კვლავაც განაგრძობს წინსვლას. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს და ხალხს შემოსავალი გაუჩნდეს. პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, ის ინფრასტრუქტურული და ტურისტული პროექტები, რომლებიც ქვეყანაში, მათ შორის, იმერეთში ხორციელდება, სწორედ ამ საკითხების მოგვარებას ემსახურება.
„ყველა გამოწვევას ჩვენ წყნარი, კარგად ორგანიზებული არჩევნებით ვუპასუხებთ და ყოველგვარ მცდელობას, შეაჩერონ ჩვენი აღმშენებლობა და დაიწყონ ნგრევა, ვუპასუხებთ 10-ჯერ მეტი აღმშენებლობით, 10-ჯერ მეტი შრომით, 10-ჯერ მეტი წინსვლით და 10-ჯერ მეტი პროგრესით. მე ამას გპირდებით", - განაცხადა პარტიის ლიდერმა.
მასალის გამოყენების პირობები