საფრანგეთის ალპებში, ტბა ანსის მიდებარებედ ოთხი მოკლული იპოვეს. მამაკაცისა და ორი ქალის გვამი BMW-ს მარკის ავტომანქანაშია ნაპოვნი. მიმდებარედ კი ველოსიპედისტის ცხედარი იქნა აღმოჩენილი.
ასევე, საავადმყოფოშია გადაყვანილი ერთი გოგონა, რომელსაც ექიმების განცხადებით, სერიოზული ტრავმები აქვს. მას იმდენად მძიმე მდგომარეობა აღინიშნება, რომ ფრანგულმა მედიამ ბავშვის დაღუპვის ინფორმაციაც კი გაავრცელა. თუმცა მოგვიანებით ექიმებმა განაცხადებს, რომ ჯერ-ჯერობით ბავშვი ცოცხალია.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, პოლიციის მიერ შემთხვევის ადგილი და მიმდებარე რაიონი ალყაშია მოქცეული.
ცხედრები საკურორტო ადგილ შევალინთან ახლოსაა ნაპოვნი, რომელიც ტურისტებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.