„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ინგა გრიგოლია გლდანის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
შეხვედრისას, ინგა გრიგოლიამ მოსახლეობას „ქრისტიან - დემოკრატების" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო, პარტიის პრიორიტეტებზე ისაუბრა და გამარჯვების შემთხვევაში ხალხს სამართლიანი ტარიფების მიღწევას შეჰპირდა.
გრიგოლიას განცხადებით, მოსახლეობა უმძიმეს სოციალურ პირობებში ცხოვრობს, რადგან მათ უწევთ ხელოვნურად გაზრდილი კომუნალური გადასახადების გადახდა, რაც ისედაც გაჭირვებულ ოჯახებს კიდევ უფრო მძიმე მდომარეობაში ამყოფებს.
„ჩვენს ქვეყანაში მთავარი არის ის, რომ მოსახლეობის უმეტესობა უმუშევარია, რომელსაც არ აქვს შვილების განათლების ფული, არ აქვს გადასახადების გადახდის ფული და არ აქვს არანაირი იმედი ხვალინდელი დღის. ჩვენი „ქრისტიან - დემოკრატების" მკაფიო მიზანს სწორედ ჩვენი მშობლების დასაქმება, მათი შვილების განათლება და პენსიონერების დაფასება წარმოადგენს." - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.