"ველით, რომ ეს არჩევნებიც წინაზე უკეთესი იქნება თავისი ხარისხითა და სტანდარტით", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა, რომელიც თბილისში გამართულ ამბასადორილს ესწრება. მან აღნიშნა, რომ საქართველო რეგულარულად ვითარდება.
"საქართველოში ჩვენი რეგულარული სტუმრობა მოწმობს იმას, რომ ვგრძნობთ ამ ქვეყნის განვითარებისა და ჩვენ შორის არსებული ურთიერთობის მნიშვნელობას. ასევე ვგრძნობთ, რომ აუცილებელია გავაღრმავოთ ჩვენი დიალოგი რეფორმების, ევროკავშირთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით. მოუთმენლად ველით მოლაპარაკებების დაწყებას, თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით და იმედი გვაქვს, ეს პროცესი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე დასრულდება, რომელიც ვილნიუსში გაიმართება", _ განაცხადა ბილდტმა და აღნიშნა, რომ საქართველოში წინასაარჩევნოდ კონკურენტული გარემოა.
"არჩევნებს რაც შეეხება, მას 2 000-მდე დამკვირვებელი ეყოლება. საქართველომ მეტი მონიტორის გამოგზავნა გვთხოვა, რაც ძალიან კარგია. ჩვენ საარჩევნო პროცესის ეტაპობრივად განვითარების მოწმე ვართ და ობიექტური ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ყველა არჩევნები წინაშე უკეთესი იყო. ველით, რომ ეს არჩევნებიც წინაზე უკეთესი იქნება თავისი ხარისხითა და სტანდარტით. დღეს საქართველოში უფრო კონკურენტული გარემოა და არჩევნების შეფასება დამკვირვებლებზე იქნება დამოკიდებული", _ განაცხადა ბილდტმა.