იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 13,85 მლნ ტონა ნავთობის ექსპორტი განახორციელა.
იანვრის თვეში ექსპორტმა შეადგინა 1,9097 მლნ ტონა, თებერვალში - 1,359 მლნ ტონა, მარტში - 1,901 მლნ ტონა, აპრილში - 1,847 მლნ ტონა, მაისში - 1,716 მლნ ტონა, ივნისში - 1,618 მლნ ტონა, ივლისში - 1,886 მლნ ტონა, აგვისტოში - 1,612 მლნ ტონა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მილსადენით ნავთობის ექსპორტი შემცირდა 1,894 მილიონი ტონით.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის სიგრძე შეადგენს 1768 კმ-ს, რომლიდანაც 1076 კმ გადის თურქეთში, 443 კმ - აზერბაიჯანში, 248 კმ - საქართველოში.
შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის აქციონერები არიან BP (30,1%), SOCAR (25%), Chevron (8,9%), Statoil (8,71%), TPAO (6,53%), Itochu (3,4%), Amerada Hess (2,36%), ENI (5%), ConocoPhilliрs (2,5%), Inрex (2,5%), Total (5%).