ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, ლელა გაფრინდაშვილს, ხელშეკრულება შეუწყვიტეს.
გაფრინდაშვილი თსუ-იდან მის გაშვებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს და ამბობს, რომ მისი შემცვლელი კანდიდატი პოლიტიკური ლოიალობის მიხედვით შეარჩიეს.
გაფრინდაშვილის მიერ უნივერსიტეტის დატოვებას აპროტესტებს სტუდენტური მოძრაობა "ლაბორატორია 1918".
თსუ-ში აცხადებენ, რომ გაფრინდაშვილისთვის ხელშეკრულების შეწყვეტა პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა.