"ევროპა და მსოფლიო გიყურებთ და თქვენ გაქვს შანსი, ჩამოაყალიბოთ გამჭვირვალე არჩევნების სტანდარტი", - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ, რომელიც თბილისში გამართულ ამბასადორიალს ესწრებოდა.
"მოხარული ვარ, რომ ისევ საქართველოში ვიმყოფები. როცა აქ ჩამოვდივარ, მოხიბლული ვრჩები, რადგან ქვეყანა მხვდება ენერგიული, ცოცხალი და დგამს უდიდეს ეკონომიკურ ნაბიჯებს. საქართველო ასევე დიდ პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. მინდა საქართველოს ხელისუფლებას მივულოცო ის უზარმაზარი სამუშაო, რომელიც არსებულ შეთანხმებებთან დაკავშირებით ჩატარდა. კერძოდ, ღრმა და ყოვლისმომცველ, თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებასთან მიმართებაში, რომელიც საქართველოს ნამდვილი ეკონომიკური ინტეგრაცია იქნება მსოფლიოს ყველაზე დიდ ეკონომიკასთან_ ევროკავშირთან. მეორე - ეს არის ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით შეთანხმება", _ განაცხადა სიკორსკიმ და აღნიშნა, რომ საქართველოში არჩევნების მიმდინარეობას მსოფლიო აკვირდება.
"ევროპა და მსოფლიო გიყურებთ და თქვენ გაქვთ შანსი, ჩამოაყალიბოთ გამჭვირვალე არჩევნების სტანდარტი. ეს არის საქართველოს აღქმა მსოფლიოსთვის, რომ ქვეყანა თავისუფალია. ვაგზავნით ჩვენს დამკვირვებლებს, რომ ნებისმიერი დარღვევა შესწავლილი იყოს და არჩევნებთან დაკავშირებით ობიექტური შეფასებები გაკეთდეს", - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.