საქართველოს პრეზიდენტი დღეს ყვარელში იმყოფებოდა, სადაც "თბილღვინოს" ქარხანა დაათვალიერა და იქ დასაქმებულ ადამიანებთან ერთად, ყურძნის დაწურვის პროცესს დაესწრო.
პრეზიდენტის "ფეისბუკის" გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა და ყურძნის ჩაბარების პირობებითა და ფასით დაინტერესდა. პრეზიდენტის თქმით, მომავალ წელს ყურძნის ჩაბარების პირობები უფრო ხელსაყრელი იქნება. სააკაშვილმა გლეხებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მომდევნო წლებში გასაყიდი ღვინის რაოდენობის ზრდასთან ერთად, აუცილებელია, შენარჩუნდეს ქართული ღვინის მაღალი ხარისხი და უნდა დაიწყოს ქართული ღვინის მასშტაბური პოპულარიზაცია, რათა ჩვენმა ღვინომ საბოლოოდ დაიმკვიდროს ადგილი მსოფლიო ბაზარზე.