"ქართული ოცნების'' ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ქართველი ხალხი პოლიტიკურ პარტიებზე არჩევანს აკეთებს არა პროგრამების მიხედვით, არამედ სანდოობის საფუძველზე.
"ჩემი ოცნებაა, რომ მომავალი არჩევნები ჩატარდეს პროგრამების შედარებით, რადგან პოლიტიკოსებს აღარ უნდა ჰქონდეთ პოპულაციის საშუალება. ყველა პროგრამა უნდა იყოს ისეთი, რომლის შესრულების შესაძლებლობა ყველას ექნება. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალ არჩევნებზე პროგრამების შეჯიბრება, ჭიდილი იქნება და ამის მიხედვით, მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს", _ განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ დღეს პოლიტიკურ პარტიებს შორის პროგრამული ჭიდილი არ ხდება.