19-22 სექტემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმი უმასპინძლებს საერთაშორისო კონგრესს "21-ე საუკუნის მუზეუმები და მათი როლი ქალაქის განვითარებაში".
კონგრესში მონაწილეობას იღებენ ევროპის, ამერიკისა და აზიის წამყვანი მუზეუმების ხელმძღვანელები და საყოველთაოდ აღიარებული არქიტექტორები.
ამ მასშტაბის ფორუმი რეგიონში პირველად ტარდება. ფორუმის მთავარი თემებია: სამუზეუმო გაერთიანებები და მათი როლი ქალაქისა და ტურიზმის განვითარებაში; მუზეუმები და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური გარემო.
კონგრესსზე წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს წარმატებული მაგალითები და თანამედროვე ტენდენციები ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების, ლუვრის, ბრითიშ მუზეუმის, მეტროპოლიტენ მუზეუმის, სმიტსონის ინსტიტუციის, ასევე, სინგაპურის, ყატარისა და აბუ დაბის ცნობილი სამუზეუმო პროექტებიდან.