არჩევნების დღეს, 1-ელ ოქტომბერს, საარჩევნო ოლქებზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს კარდაკარის მეშვეობით გადამოწმებული ამომრჩეველთა სიები ექნებათ.
ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო უბნებზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები განსაკუთრებულ ყურადღებას მიწერილ და საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებზე გაამახვილებენ.
„ეს ყველაფერი ლეგალურად ვიდეოკამერებზე დაფიქსირდება და შემდეგ გაირკვევა, თუ ვინ მისცა რეალურად ხმა - ამომრჩეველთა სიაში არსებულმა ადამიანმა თუ ყალბი პირადობის მოწმობით ვინმე სხვა პიროვნებამ",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ქ.ო.