4 სექტემბერს „ქართული ოცნების" წარმომადგენელი თედო ჯაფარიძე აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს შეხვდა. შეხვედრა „სტრატფორში" გაიმართა, რომლის თემა რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობები იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
„ქართული ოცნების" ინფორმაციით, შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აუცილებელია საქართველოში 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად და რომ არჩევნების გაყალბების ნებისმიერი მცდელობა გამოიწვევს საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შელახვას. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოში, ისევე როგორც მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეში, უნდა დამკვიდრდეს ინსტიტუციონალური დემოკრატია და კანონიერება.