„ქართული ოცნების„ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ გრიგოლიშში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. ირაკლი ალასანიამ ამომრჩეველთან „ქართული ოცნების" პროგრამებზე დეტალურად ისაუბრა.
„აუცილებელია ყველა სოფლის მოსახლეობამ მოისმინოს ადგილობრივი ტელევიზიით თუ ცენტრალური არხით დებატები. მე კიდევ ერთელ მივმართავ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს მიიღოს დებატებში მონაწილეობა. ეს სჭირდება ჯანსაღ, კონკურენტულ გარემოს, რომელიც აუცილებლად უნდა შევქმნათ ამ არჩევნებისთვის ზუგდიდში",- განაცხადა ირაკლი ალასანიამ შეხვედრის დასასრულს.
ზუგდიდის მაჯორიტარობის კანდიდატმა დღესვე შეხვედრები გამართა კახათში, რუხში და მათ „ ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.