"არასდროს ქუჩაში გამოსვლის შესახებ არ მომიწოდებია და არ ვიცი, NDI-მ საიდან აიღო", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ბიძინა ივანიშვილმა NDI-ის მიერ გამოქვეყნებული შედეგის კომენტირებისას.
"არასდროს ძალადობაზე არ მივუთითებ და მოვუწოდებ - ეს ჩემი პოზიცია არ არის. არჩევნებზე თუ რამე მოხდება, ჩვენ პირდაპირ გამოვიყვანთ და ქუჩაში ხალხს დავათვლევინებთ, თუ რამდენმა ადამიანმა მოგვცა ხმა _ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოვუწოდებ, ვფიქრობ, ეს კორექტული არ არის", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ უნდა განიმარტოს, რა იგულისხმება ხალხის ქუჩაში გაყვანაში.
"ხალხის ქუჩაში გამოყვანაში რა იგულისხმება, თუ არ განიმარტა, ნიშნავს, რომ დაპირისპირებისკენ მოუწოდებ. ჩვენ ასეთ რამეს არ ვაკეთებთ", - განაცხადა ივანიშვილმა
შეგახსენებთ, რომ NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ივანიშვილის მოწოდებას ქუჩაში გასვლის შესახებ გამოკითხულთა 16 % უჭერს მხარს.