საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად და თავისუფლად ჩატარებისთვის უმთავრეს დაბრკოლებად ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვა მიიჩნევა. NDI-ის კითხვაზე - რა არის სამი უმთავრესი დაბრკოლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის? - ხმები ასე გადანაწილდა: ბიუჯეტიდან არჩევნებზე ფულის ხარჯვას გამოკითხულთა 10% ასახელებს, თანამშრომლების იძულებას, მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო კამპანიაში - გამოკითხულთა 7%, ხოლო პარტიის აქტივისტების შევიწროვებას - გამოკითხულთა 4 %.
კვლევა "საზოგადოების განწყობა საქართველოში", NDI-ის დაკვეთით კავკასიის
კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ 31 ივლისი - 12 აგვისტოს ჩატარდა. კვლევაში გამოყენებულია 2,038 დასრულებული ინტერვიუ. წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქში, ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში. NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს. რესპოდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.
საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3% , კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) მიერ.