NDI-ის მიერ მიერ ჩატარებული კველევის თანახმად, გამოკითხულთა 89 %-ს რუსეთთან საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა არ მოსწონს, 5 %-ს მოსწონს, ხოლო 5 %-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
კვლევა "საზოგადოების განწყობა საქართველოში", NDI-ის დაკვეთით კავკასიის
კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ 31 ივლისი - 12 აგვისტოს ჩატარდა. კვლევაში გამოყენებულია 2,038 დასრულებული ინტერვიუ. წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქში, ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში. NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს. რესპოდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.
საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3% , კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) მიერ.