NDI-ის კვლევის მიხედვით, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ქუჩის საპროტესტო აქციებზე გასვლისკენ ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას გამოკითხულთა 16 % უცხადებს მხარდაჭერას, ხოლო 62 % - არა. კითხვაზე პასუხის გაცემისგან უარი გამოკითხულთა 4%-მა განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ NDI-ის კვლევის თანახმად, რომელიც ივნისში ჩატარდა, იმავე კითხვაზე მონაცემები ასე გადანაწილდა: 27% აცხადებდა, რომ აქციაზე გავიდოდა, 53% აცხადებდა, რომ არ გავიდოდა, ხოლო 19%-ს პასუხი არ ჰქონდა, პასუხის გაცემაზე უარი კი 4%-მა განაცხადა.
კვლევა "საზოგადოების განწყობა საქართველოში", NDI-ის დაკვეთით კავკასიის
კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ 31 ივლისი - 12 აგვისტოს ჩატარდა. კვლევაში გამოყენებულია 2,038 დასრულებული ინტერვიუ. წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქში, ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში. NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს. რესპოდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.
საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3% , კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) მიერ.