კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინა.Pპარტიული სამოქმედო გეგმა ჟურნალისტებს თავდა ,,ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა. როგორც მედიის წარმომადგენლებთან ივანიშვილმა განაცხადა წინასაარჩევნო პროგრამაზე ბევრი იმუშავეს.
,,პროგრამაზე მუშაობას სერიოზულად ვუდგებოდით. Nნაადრევად დავიწყეთ მასზე მუშაობა, თუმცა წარდგენა დაგვაგვიანდა. Mმიუხედავად იმისა, რომ პროგრამის დამუშვებას ძალიან სერიოზულად მიუდექით, გეუბნებით, რომ პროგრამაში ვერ ნახავთ ისეთ საოცრებას, რაც ჩვენ ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს არ უთქვამს", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პროგრამაში მთავარი აქცენტები ადგილობრივი თვითმართველობის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზეა გაკეთებული.