ლევან ვეფხვაძე ისნის რაიონში ბოგდან ხმელინსკის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებს.
ლევან ვეფხვახემ მოსახლეობას „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" წინასაარცევნო პროგრამა გააცნო და ყურადღება განათლებაში არსებულ პრობლემებზე, სამართლიანი ტარიფების დაწესებასა და უმუშევრობაზე გაამახვილა.
ლევან ვეფხვაძის განცხადებით, თითოეული ოჯახის საყოფაცხოვრებო ბიუჯეტის ნახევარზე მეტი კომუნალურ გადასახადებში მიდის, რაც ოჯახების მძიმე სოციალურ ყოფას კიდევ უფრო ამძიმებს.
„მთლიანი ქვეყნის საერთო პრობლემას კომუნალურ გადასახადებზე დაწესებული მაღალი ტარიფები, ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობა და უმუშევრობა წარმოადგენს. ჩვენი მთავარი მიზანია მშობლები იყვნენ დასაქმებულნი, შვილებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლება და პენსიონერები იყვნენ დაფასებულნი."ქრისტიან - დემოკრატების" გამარჯვების შემთხვევაში, კომუნალურ გადასახადებზე სამართლიანი ტარიფები დაწესდება და ყველა ოჯახის ცხოვრების პირობები გაუმჯობესდება."- განაცხადა ლევან ვეფხვაძე