სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს 12 რეგიონში გახსნილი ფერმერთა მომსახურების ცენტრები წარმატებით ფუნქციონირებს. 6 რეგიონში ამოქმედდა ექსტენციის ცენტრებიც, სადაც მოსახლეობას სხვადასხვა ლაბორატორიულ მომსახურებასთან ერთად აგრონომისა და ვეტერინარის კვალიფიციური კონსულტაციის მიღება შეუძლია. ადგილზე გახსნილია ,,აგრო გეო +" - ის მაღაზიებიც, სადაც ხარისხიანი სასუქისა და შხამ-ქიმიკატების შეძენაა შესაძლებელი. აგვისტოს მონაცემებით ფერმერთა მომსახურების ცენტრებში არსებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით ქვეყნის მასშტაბით აგროტექნიკური სამუშაოები 4535,2 ჰა მიწის ფართობზე შესრულდა (აბაშა 83,6 ჰა, ზესტაფონი - 6,2 ჰა, სამტრედია - 13,5 ჰა, გურჯაანი - 472 ჰა, დედოფლისწყარო - 1661 ჰა, კასპი - 537,9 ჰა, ამბროლაური - 7,5 ჰა, ახალციხე - 232,7 ჰა, ბოლნისი - 242 ჰა, მარნეული - 637 ჰა, ქარელი -639,8 ჰა, გურია - 2 ჰა), ხოლო ,,აგრეო გეო +" - ის მაღაზიების მომსახურებით 433-მა ადგილობრივმა მცირე და საშუალო ფერმერმა ისარგებლა ( ზესტაფონი -10, სამტრედია - 35, აბაშა - 16, ოზურგეთი - 148, კასპი - 63, ქარელი -106, გურჯაანი - 34, დედოფლისწყარო - 2, ამბროლაური - 9, ბოლნისი - 9, ახალციხე - 1).