„ქრისტისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ბასილია ყირიმის ქუჩის მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ყიყიშვილების ოჯახს ესტუმრა.
კახა ბასილიას განცხადებით , ყიყიშვილების ოჯახი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს და მიუხედავად სოციალურად დაუცველის სტატუსისა, სახელმწიფოს მხრიდან არანაირ დახმარებას არ იღებს.
„მე ვიმყოფები ყიყიშვილების ოჯახში, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და სახელმწიფო მათ დასახმარებლად არაფერს აკეთებს. მოვუწოდებ ხელისუფლებას ყურადღება მიაქციოს ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს. „ქრისტიან - დემოკრატების" გამარჯვების შემთხვევაში, ყველა სოციალურად დაუცველი ადამიანი საცხოვრებელი პირობებითა და შესაბამისი დაზღვევის პოლისით იქნება უზრუნველყოფილი." - განაცხადა კახა ბასილიამ