ლოპოტის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე დღეს სამტრედიაში დაკრძალეს. დაკრძალვას საქართველოს პეზიდენტი მიხელ სააკაშვილი დაესწრო. მან დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა.
დაკრძალვის ცერემონიას შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია და სამინისტროს მაღალჩინოსნებიც დაესწრნენ.
კაპრალ ვლადიმერ ხვედელიძეს ვახტანგ გორგასლის სახელობის I ხარისხის ორდენი მიენიჭა. ჯილდო გარდაცვლილი ექიმის ოჯახს გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ ლოპოტის ხეობაში სპეცოპერაციისას სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე და ორი ქართველი სპეცრაზმელი - არჩილ ჩოხელი და სოლომონ წიკლაური დაიღუპნენ.