23 სექტემბერს, 19:45 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში კომპოზიტორ ალექსი მაჭავარიანის დაბადებიდან 99 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი; სოლისტი - კატია სკანავი, დირიჟორი - ვახტანგ მაჭავარიანი.
პროგრამაშია: ალექსი მაჭავარიანის "ვეფხისტყაოსანი" (I სიუიტა ბალეტიდან) 1. ნადიმი; 2. ქაჯები; 3. ნადიმი გრძელდება; 4. გარინდული ფრესკა. ასევე კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის: 1. ANDANTE -ALLERGO; 2.ANDANTE-AMOEROSO; 3. ALLERGO CONBRIO.
ალექსი მაჭავარიანის შემოქმედებითი მემკვიდრეობა მრავალჟანრული და ვრცელია, მოიცავს მუსიკალურ-თეატრალურ (ოპერები, ბალეტები, მუსიკალური კომედია), სიმფონიურ და ვოკალურ-სიმფონიურ (7 სიმფონია, ორატორია, ინსტრუმენტული კონცერტები, სიმფონიური პოემები, საორკესტრო პიესები), საგუნდო, კამერულ-ინსტრუმენტულ, კამერულ-ვოკალურ, სათეატრო და კინომუსიკის ჟანრებს.