2012 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში 12 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, ბელგია,საქართველო, ისრაელი, მოლდოვა, ჰოლანდია, რუსეთი, შვედეთი და უკრაინა.
საქართველოს 2012 წლის საბავშვო ევროფესტივალზე წარადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროდიუსერო ჯგუფის მიერ შერჩეული ოთხი ბავშვი: ქეთი სამხარაძე, ნინი დაშნიანი, ელენე არაჩაშვილი და ლუკა ყარმაზანაშვილი, რომლებსაც ერთ ჯგუფში გააერთიანებენ.
ჯგუფის წევრები კომპოზიტორის დახმარებით ეროვნული კონკურსისთვის რამდენიმე სიმღერას მოამზადებენ. საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს საკონკურსო სიმღერა ფინალური კონცერტის შედეგად გამოვლინდება. ეროვნული კონკურსის ფინალი სექტემბერში გაიმართება.
საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული მეორედ გახდა. 2011 წელს საქართველოს წარმომადგენელმა ჯგუფმა "ქენდიმ", ხოლო 2008 წელს ჯგუფმა "ბზიკებმა" გამარჯვება მოიპოვეს.
2012 წლის საბავშვო ევროფესტივალს ჰოლანდია მასპინძლობს. კონკურსი 2012 წლის 1-ელ დეკემბერს "ჰეინეკენის მიუზიკ ჰოლში" ჩატარდება.
ჰოლანდიამ საბავშვო ევროფესტივალს 2007 წელს როტერდამში უმასპინძლა; ხოლო კონკურსის გამარჯვებული 2009 წელს გახდა.