13 სექტემბერს, 17:00 საათზე, "კავკასიურ სახლში" გაიმართება ფოტოგამოფენა, სახელწოდებით "ცხოვრების ერთი დღე". ფოტოგამოფენის ორგანიზატორია "ქურთი ახალგაზრდათა კავშირი".
ექსპოზიციაზე გამოფენილი იქნება კავშირის წევრების მიერ ფოტო ფირზე აღბეჭდილი უმცირესობის წარმომადგენლების ერთი დღე.
გამოფენის პარალელურად გაიმართება ნაციონალური მუსიკის კონცერტი.
ღონისძიების სპონსორია შვეიცარიის საელჩო.