"საქსტატის" ინფორმაციით, II კვარტალში საშუალო თვიურმა ხელფასმა ბიზნესსექტორში შეადგინა 741.8 ლარი, მათ შორის ქალების - 508.7 ლარი. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი - 913.5 ლარი, საშუალო ბიზნესი - 573.6 ლარი, მცირე ბიზნესი - 438.8 ლარი.
საქმიანობის სახეების მიხედვით მთლიან ბრუნვაში პრევალირებენ "ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი" და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით: "ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი" - 50.9 პროცენტი, "დამამუშავებელი მრეწველობა" - 14.2 პროცენტი, "ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა" - 11.4 პროცენტი, "მშენებლობა" - 8.5 პროცენტი, "ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა" - 3.9 პროცენტი.
საქმიანობის სახეების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში პრევალირებენ "დამამუშავებელი მრეწველობა" და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით: "დამამუშავებელი მრეწველობა" - 25.0 პროცენტი, "ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა" - 18.4 პროცენტი, "ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი" - 16.0 პროცენტი, "მშენებლობა" - 15.9 პროცენტი, "ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა" - 6.7 პროცენტი.
რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, საქმიანობის სახეების მიხედვით დასაქმებულთა მთლიან რაოდენობაში პრევალირებენ "ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი" და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით: "ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი" - 20.9 პროცენტი, "დამამუშავებელი მრეწველობა" - 16.4 პროცენტი, "ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა" - 11.2 პროცენტი, "მშენებლობა" - 10.6 პროცენტი, "ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება" - 10.4 პროცენტი.
განსხვავებული ტენდენციაა სქესის მიხედვით დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის საქმიანობის სახეების მიხედვით განაწილებაში, თუმცა დასაქმებულ ქალთა მთლიან რაოდენობაშიც პრევალირებენ "ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი" და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით: "ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი" - 24.5 პროცენტი, "ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება" - 19.9 პროცენტი, "დამამუშავებელი მრეწველობა" - 13.6 პროცენტი, "განათლება - 7.9 პროცენტი, "ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა" - 7.7 პროცენტი.
დასაქმებულ კაცთა მთლიან რაოდენობაში კი პრევალირებენ "ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი" და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით: "ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი" - 18.6 პროცენტი, "დამამუშავებელი მრეწველობა" - 18.2 პროცენტი, "მშენებლობა" - 16.2 პროცენტი, "ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა" - 13.6 პროცენტი, "ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა" - 10.0 პროცენტი.