"საქსტატის" ინფორმაციით, 2012 წლის II კვარტალში საწარმოებში დასაქმებულთა მთლიანმა რაოდენობამ 503.1 ათასი კაცი შეადგინა, რომელთაგან 38,8 პროცენტი ქალია, ხოლო 61,2 პროცენტი - კაცია.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი - 56.7 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 17.1 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 26.2 პროცენტი.
მსგავსი ტენდენციაა სქესის მიხედვით დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის საწარმოს ზომის მიხედვით განაწილებაშიც: ქალები: მსხვილი ბიზნესი - 51.2 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 19.6 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 29.2 პროცენტი.
კაცები: მსხვილი ბიზნესი - 60.3 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 15.5 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 24.2 პროცენტი საანგარიში პერიოდში, საწარმოებში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 483.7 ათასი კაცი შეადგინა, რომელთაგან 39.1 პროცენტი ქალია, ხოლო 60.9 პროცენტი - კაცი.
დაქირავებულთა მთლიანი რაოდენობა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი - 58.9 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 17.5 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 23.6 პროცენტი.
დაახლოებით მსგავსი ტენდენციაა სქესის მიხედვით დაქირავებულთა მთლიანი რაოდენობის საწარმოს ზომის მიხედვით განაწილებაშიც: ქალები: მსხვილი ბიზნესი - 52.7 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 19.9 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 27.4 პროცენტი. კაცები: მსხვილი ბიზნესი 62.8 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 16.0 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 21.2 პროცენტი.
იმავდროულად, საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე შეადგინა 1086.1 მილიონი ლარი, რომლის განაწილება საწარმოთა ზომის მიხედვით შემდეგია: მსხვილი ბიზნესი - 72.6
პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 13.4 პროცენტი, მცირე
ბიზნესი – 14.0 პროცენტი.