დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის კანონიერი მთავრობის პრემიერ-მინისტრი ახმედ ზაკაევი ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას და მისი ყოფილი პირადი მცველის დუკვახა დუშუვეის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
ტელეკომპანია მე-9 არხთან სატეელეფონიო საუბარში ზაკავეი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია ბრიტანეთის პოლიტიკური თავშესაფრის ქვეშ მყოფი დუკვახა დუშუვეი როგორ აღმოჩნდა "ამ ჯგუფში".
"დაზუსტებით ვიცი, რომ დუკვახა დუშუვეი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში არ იმყოფებიდა რუსეთის ტერიტორიაზე. ბრიტნეთის პოლიტიკური თავშესაფარის ქვეშ, ის მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოში, პანკისის ხეობაში ცხოვრობდა", - აცხადებს ზაკავეი და დასძენს, - " ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია თუ როგორ მოხვდა ის ამ ჯგუფში, რომელმაც საქართველოს ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, რუსეთ-საქართველოს საზღვარი დივერსიული მიზნებისთვის გადმოკვეთა".
ზაკავეის თქმით, ჩეჩნეთის დევნილობაში მყოფმა მთავრობამ მოხდარი ინცინდეტის გამოსაძიებლად სპეციალური კომისია შექმნა და ამ კომისიის დასკვნის საფუძველზე გაჟღერდება "ოფიციალური პოზიცია".
"ჩვენ უკვე შევქმენით შემსწავლელი კომისია, რომელმაც ქართულ ძალოვან უწყებებთან თანამშრომლობით უნდა გაარკვიოს რეალურად რა მოხდა სპეცოპერაციის დროს. იმის მიუხედავად. ითანამშრომლებს თუ არა ქართული მხარე ჩვენთან, ჩვენ გაგვაჩნია სათანადო რესურსი საქართველოში, რათა დავაზუსტოთ რეალურად მომხდარი დეტალები, რის შემდეგაც ჩეჩნეთის კანონიერი მთავრობა ოფიოციალურ პოზიციას გამოხატავს", - განუცხადა მე-9 არხს ახმედ ზაკაევმა.