,ქართული ოცნების'' ლიდერი ბიძინა იანიშვილის მიიჩნევს, რომ აფხაზეთში დევნილების დაბრუნებას არანაკლებ 4 და არაუმეტეს 6 მილიარდი დოლარი დასჭირდება, _ აღნიშნულის შესახებ ივანიშვილმა აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შესაბამის დოკუმენტს გამოსცემენ, რათა დევნილებს სახელმწიფო შენობები დაუკანონდეს.
"თქვენ, რომ დაუბრუნდეთ თქვენ საცხოვრებლებს ამისთვის საჭირო იქნება არანაკლებ 4 და არაუმეტეს 6 მილიარდი დოლარი. ამის შესაძლებლობა არსებობს, როგორც ჩვენი პირადი ფინანსებით, ისე გარედან დახმარების გზით. ძალიან ბევრი სახლი იქნება ასაშენებელი და რეალურად უნდა აშენდეს არანაკლებ 100 000 სახლისა. მარტო განცხადებეი არ უშველის, რომ დავბრუნდეთ, არც პოლიტიკური განცხადებები არ უშველის, პოლიტიკური ნებაც არ უშველის. სახლებიც უნდა აშენდეს ბევრი, ხეხილიც უნდა დაირგოს ეზოში, და ყველანაირი პირობები უნდა შეიქმნას, რათა იქ თბილი კერა გაჩნდეს და მოგეცეთ არჩევანი თქვენ და მათაც ვინც იქ დარჩნენ, რა არის უკეთესი", _ განაცხადა ,,ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრისას.