მთავრობა შპს "თელავი - ღვინოში" საკუთარ წილს ყიდის. კომპანიის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 49% - იანი წილის საწყისი ღირებულება 120 ათასი ლარია და მისი გასხვისება ხვალ, 5 სექტემბრისთვის ჩანიშნულ აუქციონზე იგეგმება.
შპს ,,თელავი - ღვინის" კაპიტალი (22.06.2012 წლის მდგომარეობით) 220 000 ლარს შეადგენს, სახელმწიფო წილი კაპიტალში კი არის 107 ათას 800 ლარი,კომპანიის დებიტორული დავალიანება (21.06.2012 წლის მდგომარეობით) - 54 100 ლარს შეადგენს, ხოლო კრედიტორული დავალიანება (21.06.2012 წლის მდგომარეობით) - 93 828 ლარს.