ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ვეფხვაძე მესხიშვილის ქუჩაზე ავარიულ სახლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატი ადგილზე გაეცნო მოსახლეობის პრობლემებს და მათ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წინასაარჩევნო პროგრამის ის ნაწილი გააცნო რომელიც ავარიული სახლების პრობლემის მოგვარებას ითვალსიწინებს.
ლევან ვეფხვაძის განცხადებით მესხიშვილის ქუჩაზე უამრავი სახლია ავარიულ მდგომარეობაში რომელშიც ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია. მისი თქმით ხელისუფლებამ უნდა შეიმუშავოს სპეციალური პროგრამა რომლითაც მოხდება აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა, ისე რომ ხალხის ინტერესები მაქსიმალურად იქნეს დაცული.
„დღეს ჩვენ მოვინახულეთ ავარიული სახლები რომლებიც ფაქტობრივად დანგრევის პირას არიან, აღნიშნულ შენობებში მცხოვრებ მოსახლეოაბის სიცოცხლეს კი საფრთხე ემუქრება რადგან მათ საცხოვრებელ სახლებს საძირკველი მთლიანად აქვთ გამოცლილი,ყოველი დაგვიანებული დღე შეიძება საბედისწერო აღმოჩნდეს აქ მცხოვრები ადამიანებისთვის,ამიტომ მივმართავთ ხელისუფლებას რომ დაუყოვნებლივ შეიმუშავოს პროგრამა რომლითაც მოხდება აღნიშნული საკითხის გადაჭრა"განაცხადა ლევან ვეფხვაძემ და დასძინა რომ ქრისტიან-დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში სახელმწიფოს უპირველესი ამოცანა სწორედ აღნიშნული პრობლემის მოგვარება იქნება
მასალის გამოყენების პირობები