ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციისას დაღუპულ არჩილ ჩოხელის დაკრძალვაზე ს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მივიდა. პრეზიდენტმა დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა.
შეგახსენებთ, რომ არჩილ ჩოხელის ოჯახს ასევე მიუსამძიმრეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა, დავით გობეჯიშვილმა, გიორგი ასანიძემ და "ქართული ოცნების" წევრებმა სოსო ჯაჭვლიანმა და ლუკა კურტანიძემ.
შეგახსენებთ, რომ ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად ორი სპეცრაზმელი არჩილ ჩოხელი, სოლომონ წიკლაური და სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე დაიღუპნენ.