ველოსსპორტსმენი ჯუმბერ ლეჯავა ,,ქართულ ოცნებას" შეუერთდა, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ,,ქართული ოცნების" ,,ფეისბუკის" გვერდზე ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ ჯუმბერ ლეჟავამ 1990-1992 წწ. დაამყარა მსოფლიო და გინესის რეკორდები ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში (რამდენიმე გაუმჯობესებით, უკანასკნელად 2001 წ.).1993 წ. 13 აგვისტოდან 2003 წ. 3 ნოემბრამდე ველოსიპედით იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო: 3333 დღის განმავლობაში გადალახა აზიის, ავსტრალია-ოკეანეთის,ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპისა და აფრიკის 234 ქვეყანა და დამოკიდებული ტერიტორია, 2-ჯერ ეწვია ანტარქტიდას; გადაიღო 50.000-ზე მეტი ფოტო-კადრი და 200 სთ-ზე მეტი ვიდეო ფირი; შექმნა მოგზაურობის 7.000-გვერდიანი დღიური.დაჯილოვებულია საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით, მ.შ. ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, საქართველოს სახელმწიფო პრემიით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მინიჭებული აქვს „მოგზაური დიპლომატის" სტატუსი (1993), ხოლო იუნესკოსგან - „მსოფლიო სპორტსმენის" დიპლომი (1999).