შსს სასაზღვრო პოლიციის N 1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე, სასაზღვრო განწესმა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავა პიროვნება. მას არ გააჩნდა პირადობის დამადასტურებელი არანაირი საბუთი. დაკავებულის განმარტებით, იგი მაროკოს მოქალაქე მესკელინდი ხალილია.
აღნიშნული პიროვნება გადაყვანილ იქნა სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს ბათუმის საგამოძიებო-ოპერატიულ განყოფილებაში. მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344 მუხლის I ნაწილით.