რუსული მედია ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაში რამდენიმე ბუდოვან დეტალზე ამახვილებს ყურადღებას და სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული, აჰმედ ზაკაევის ყოფილი პირადი მცველის, დუკვახა დუშუევის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
რუსული მედია აღნიშნავს, რომ მძევლებისადმი მოპყრობა და შემდგომ განვითარებული მოვლებები, რომელიც ოფიციალურ ვერსიად არის წარმოდგენილი ერთმანეთს ლოგიკურად არ ებმის. ასევე გაუგებარია, რატომ არ წავიდნენ გათავისუფლებული ლაფანყურელი მძევლები სახლებში მაშინვე და რატომ მივიდნენ სახლებში მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ. ბოლომდე უცნობია, რატომ, რა გარემოებებიდან გამომდინარე გახდა საჭირო სპეცოპერაციის ჩატარება, რომელსაც 11 ბოევიკი, 2 სპეცრაზმელი, 1 სამხედრო ექიმი ემსხვერპლა და რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. და ბოლოს უმრავრესსი კითხვა სად გაქრა ბანდის სხვა 6 თუ 7 წევრი, რომელიც საქართვეელოს შსს-ს ინფორმაციით, შესაძლოა, ლოპოტას ტყეებში სხვადასხვა ადგილებში იმალებიან.
რაც შეეხება დუკვახა დუშავეს, მასთან დაკავშირებით რუსული მედია აღნიშნავს, რომ 2000 წელს, როდესაც ზაკაევი ლონდონში გაიქცა დუშუევი (დოშუევი) ფედერალურმა ძალებმა დააკავეს მაგრამ მოგვიანებით მას ამნისტია შეეხო.
2003 წელს დუშუევი მოწმედ ფიგურირებდა ზაკაევის რუსეთში ექსტრადირების საქმეში, რომელიც ლონდონის სასამართლომ განიხილა. მისი ჩვენება სახელისა და გვარის ხსენების გარეშე მტკიცებულებად წარადგინა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. ჩვენებაში აღნიშნული იყო, რომ ზაკაევი გასცემდა ადამიანების გატაცებისა და მკვლელობის ბრძანებებს. სწორედ ამ ჩვენებების საფუძველზე აღიძრა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე.
დუშუევის ჩვენება, ჯერ კიდევ 2002 წლის 3 დეკემბერს, გამოაქვეყნა რუსეთის ტელევიზიამ გადაცემაში "სრულიად საიდუმლოდ".
2003 წლის ივლისში ლონდონის სასამართლოში მოწმედ წარდგენილმა დუშუევმა განაცხადა, რომ მისი ჩვენება არის ყალბი. მან აღნიშნა, რომ აწამებდნენ და აიძულებდნენ ზაკაევის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება.
ის სასამართლოზე ამტკიცემდა,რომ დააკავეს სპეცსამსახურების წარმოადგეენლებმა, რომლებსაც იგი რამმდენიმე დღე ხანკალას სამხედრო ბაზაზე , ორმოში ჰყავდათ დამწყვდეული. მას სცემდნენ, აწამედბდნენ ელექტროშოკით შემდეგ გადაიყვანეს გროზნნოში ფედერალური უსაფრთხოეების სამსახურის სამმართვეელოს შენობაში, სადაც აიძულეს ხელი მოეწერა ზაკაევის წინააღმდეგ ჩვენებისთვის და იგივე ჩვენეება ტელეკამერების წინ მიეა.
ამ ჩვენების საფუძველზე მოსამართლე ტიმოტი უორკმანმა, რუსეთს ზაკაევის გადაცემაზე უარი უთხრა და აღნიშნა, დუშუევის სასამართლო ჩვენება "სარწმუნოა" და რადგანაც რუსეთიის მიერ წარმოდგენილი ჩვენება მოწმისგან წამებით იყო მიღებული, არსებობდა საშიშროეება, რომ თავად ზაკაევიც გახდებოდა წამების მსხვერპლი.
დუშუევის შემდგომ "საქმიანობაზე" რუსული მედია ყურადღებას არ ამახვილებს. ასევე უცნობია საიდან უნდა მოხვედრილიყო იგი საქართვეელოს ტეროტორიაზე.