საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ივანე მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, რომელშიც სხვა წევრებთან ერთად ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თორნიკე გორდაძე შედიან, ბრიუსელში იმყოფება.
დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან ჰერმან ვან რომპეისთან და ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესთან. მოგვიანებით მერაბიშვილი ევროპის სახალხო პარტიის ასამბლეას სიტყვით მიმართავს.